დიახ
არა
მოგესალმებით,
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ თიბისი IT აკადემიაში გაიხსნა რეგისტრაცია Test Automation კურსზე. აღნიშნული კურსის მიზანია ინდივიდების აღჭურვა იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა ტესტირების პროცესების გასაუმჯობესებლად, ადამიანური შეცდომების შესამცირებლად და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ასამაღლებლად ტესტირების ავტომატიზაციის გზით.
კურსის სამიზნე აუდიტორია მოიცავს 18 წლიდან ინდივიდების ფართო სპექტრს, მათ შორის არიან: დამწყები დეველოპერები, კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტები, უმცროსი დეველოპერები და ა.შ.
კურსის წინაპირობა: Java პროგრამული ენის საფუძვლები, OOP-ის პრინციპების თეორიული ცოდნა.
კურსი ჩატარდება ონლაინ და 100%-ით დაფინანსებული იქნება თიბისი ბანკის მიერ. სწავლას გაუძღვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები, ხოლო კურსის დასრულების შემდგომ წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ თიბისი ბანკში და მის შვილობილ კომპანიებში.
დეტალური ინფორმაცია კურსის თაობაზე იხილეთ აკადემიის ვებ გვერდზე, სადაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა: https://www.tbcacademy.
გისურვებთ წარმატებებს!