2012 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერული განვითარების სამსახური. სამსახური მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს მათ მიერ შერჩეულ პროფესიაში კარიერულ წარმატების მისაღწევად საჭირო უნარების შეძენაში ხელშეწყობას.
სამსახურის ამოცანები:
- სტუდენტების და კურსდამთავრებულების კარიერული ინფორმაციით, განათლებით და კონსულტირებით უზრუნველყოფა;
- მჭიდრო ურთიერთობის დამყარება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადგილობრივ და საერთაშორისო დამსაქმებელ ორგანიზაციებთან.
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
- პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმარების შესახებ კონსულტაციების გაწევა;
- დასაქმებისა და კარიერული წინსვლის ხელშემწყობი ღონისძიებებისა და პროექტების ორგანიზება;
- სოციოლოგიური კვლევების ჩატარება (შრომის ბაზრის, სტუდენტების დასაქმების მაჩვენებლები და ა.შ.);
- სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამუშაოს ძიების სტრატეგიის შემუშავება;
- პოტენციურ დამსაქმებლთა ბაზის წარმოება/განახლება;
სამსახურის მაძიებელთა მონაცემთა ბაზის წარმოება/განახლება.
თანამშრომლები:

ნანა გადელია
კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი
ელფოსტა: nana_gadelia@ciu.edu.ge

სოფიო გორდელაძე
კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი
ელფოსტა: sopio.gordeladze@ciu.edu.ge