დიახ
არა
2012 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერული განვითარების სამსახური. სამსახური მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს მათ მიერ შერჩეულ პროფესიაში კარიერულ წარმატების მისაღწევად საჭირო უნარების შეძენაში ხელშეწყობას.
ბევრ თქვენგანს მიუღია მონაწილეობა სამსახურის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის დასაქმების ფორუმში, პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრებში, პროფესიულ ტურებში და სხვადასხვა აქტუალურ თემებზე გამართულ საჯარო ლექციებსა და მასტერკლასებში. იმისათვის, რომ ჩვენი საქმიანობა და მიწოდებული სერვისი იყოს უფრო ეფექტიანი, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა კარიერული განვითარების სამსახურით სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა კმაყოფილების კვლევაში.
კვლევაში მონაწილეობისთვის გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ კითხვარი.
იხილეთ ბმული: https://goo.gl/KJbMfZ