დიახ
არა
FRIXX-ის კომერციული მენეჯერი - მარიამ გაბათაშვილი კსუ-ს სტუდენტებს შეხვდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში - საჯარო ლექცია თემაზე - ,,იდეიდან ბრენდამდე“ გაიმართა, რომელსაც FRIXX-ის კომერციული მენეჯერი - მარიამ გაბათაშვილი წარუძღვა.
მომხსენებელმა, შეკრებილ აუდიტორიას, ქართული ,,სნექების“ ბრენდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ FRIXX საქართველოს ბაზარზე 2015 წლის მარტის ბოლოს გამოჩნდა.
მარიამ გაბათაშვილმა ბრენდის განვითარების ოთხ ეტაპზე ისაუბრა:
იდეიდან პროდუქტამდე;
კვლევებიდან - ბრენდის პლატფორმამდე;
ბრენდის პლატფორმიდან - სავაჭრო ნიშნამდე;
სავაჭრო ნიშნიდან - მომხმარებლამდე (IMC);
მომხსენებელმა კომპანიის არსებული მარკეტინგული არხებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.