დიახ
არა
19 მარტს, კსუ-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო ოთახში, სამართლის კვირეულის ფარგლებში, ადვოკატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრის, მარიკა არევაძის მასტერკლასი თემაზე - „როგორ გავხდე ადვოკატი?“ - გაიმართა.
მომხსენებელმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების შესახებ, რაც აუცილებელია ადვოკატის პროფესიის დასაუფლებლად.
სამართლის კვირეული კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება, რომელიც 5 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებს. კვირეული მიზნად ისახავს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმაროს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში.