კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) გიწვევთ ტრენინგკურსზე - „პროექტის მართვა“.
კურსი გათვალისწინებულია პროექტების მართვით დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, მენეჯერებისთვის, პროექტის მენეჯერებისა და კოორდინატორებისთვის.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ექნება აუცილებელი ცოდნა და უნარები პროექტის სრული ციკლის მართვის შესახებ და შეძლებს მიღებული ცოდნის დამოუკიდებლად გამოყენებას პრაქტიკაში.
თითოეული შეხვედრა დაყოფილია თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად, სადაც გათვალისწინებულია ქეისებისა და სავარჯიშოების ჯგუფურად გაკეთება.
ტრენინგში სრულად ინტეგრირებულია პროექტზე დაფუძნებული სწავლების თანამედროვე მეთოდი.