დიახ
არა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის/რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სპეციალისტი სოფიო დათუკიშვილი შეხვდა.
სემინარის - „Global Health 2017” - ფარგლებში, მომხსენებელმა აუდიტორიას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მწვავე დაავადებები, მათი გავრცელების რისკები და პრევენციული ზომები მიმოიხილა.
შეხვედრის ფარგლებში, თემით დაინტერესებულ სტუდენტებს სოფიო დათუკიშვილმა ცენტრის მიმდინარე პროექტებიც გააცნო.
შეხვედრას მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სპეციალობების სტუდენტები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახური ფაკულტეტების საჭიროებებისა და ინტერესთა ჯგუფების სურვილის გათვალისწინებით, საუნივერსიტეტო და გასვლით ვიზიტებს სისტემატურად ატარებს