დიახ
არა
2 ივნისს, ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის" პერსონალის შერჩევის განყოფილების სპეციალისტი ნინო პატარაია და საექთნო დეპარტამენტის დირექტორი - თამარ დაუსი კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები სტუდენტებს კომპანიის შესახებ მოკლედ ესაუბრნენ და ახალგაზრდა დამწყებ კადრებსა თუ პროფესიონალებს როგორც კლინიკური, ასევე ადმინისტრაციული მიმართულებით არსებული ვაკანსიების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
თამარ დაუსი სტუდენტებს სამედიცინო კორპორაცია ევექსის ,,სასწავლო ცენტრის” შესახებ ესაუბრა, რომელიც ექთნებისთვის პროფესიულ სასწავლო კურსს ახორციელებს და მისი მიზანია საქართველოში საექთნო საქმის განვითარება და ხელშეწყობა.
საინფორმაციო შეხვედრას მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მარიკა თხელიძე და სტუდენტები (მეოთხე სემესტრიდან ზემოთ) ესწრებოდნენ.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ წარმომადგენლებმა სტუდენტების მოსაზრებები მოისმინეს და თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა 24 მაისს, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ლალი მეკოკიშვილისა და ევექსის წარმომადგენლების შეხვედრის დროს დაიგეგმა.