დიახ
არა
6 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საბროკერო კომპანია ,,ვაისის“ HR მენეჯერები შეხვდნენ და გაყიდვების საცალო აგენტის ვაკანსიის პირობები გააცნეს.
კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, 10-ზე მეტი მომსახურების სფეროში, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, სადაზღვევო პროდუქტების შერჩევასა და ხარჯების შემცირებაში ეხმარება.
საბროკერო კომპანია ,,ვაისის“ წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ვაკანსიის პირობებზე, სამუშაო გრაფიკსა და გეგმაზე.
დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება მიეცათ ადგილზე შეევსოთ სააპლიკაციო ფორმა, რომლის საფუძველზეც მათ კომპანია გასაუბრებაზე დაიბარებს.