9 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, სატელევიზიო ტიპის „რა? სად? როდის?“ მოდელირების ფორმატში, სტუდენტების კითხვების წინააღმდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ექვსეულმა იასპარეზა.
ადმინისტრაციის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი - ლელა მახოხაშვილი; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფოტო-ვიდეო ოპერატორი - ლაშა შეყელაშვილი; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი - მარიკა ჩხენკელი; საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი - ალიკა გუჩუა; სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - თამთა წირქვაძე; ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის სპეციალისტი, კსუ-ს ინტელექტკლუბის პრეზიდენტი - ბაკურ ხუბულავა.
კითხვების პაკეტის რედაქტორი და თამაშის წამყვანი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი და ინტელექტკლუბის გუნდ „ნიკეს“ კაპიტანი, ნანა კორტავა იყო.
საბოლოო შედეგების მიხედვით, ადმინისტრაციის გუნდმა 6-5 გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ ლაშა შეყელაშვილი დასახელდა.
გამარჯვებულები ინტელექტკლუბისგან სხვადასხვა სუვენირული პრიზებით დაჯილდოვდნენ.