ბანკირის დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „კრედო ბანკს“ ეწვივნენ. პროფესიული ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს ბანკის სათავო ოფისი და შეხვდნენ სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს.
HR დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბანკის მისიაზე, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და საკადრო პოლიტიკაზე, ასევე, სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია სტაჟირების პროგრამებსა და დასაქმებაზე.
აღსანიშნავია, რომ „კრედო ბანკი“ აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სახის აქტივობებში, მათ შორის, ყოველწლიურ დასაქმების ფორუმში.
პროფესიული ტური უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის სტაჟიორის, თათია კერესელიძესა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტის, იოანე წურწუმიას ორგანიზებით გაიმართა.