დიახ
არა
25 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / პერსონალის მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „AI-ის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში“.
შეხვედრას, რომელიც ეძღვნებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში, უძღვებოდა AI-ის ტრენერი ნინო ლაცაბიძე.
აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის AI-ის შესაძლებლობების გაცნობა და მისი პრაქტიკული გამოყენების შესწავლა.
სპიკერმა თეორიული პრეზენტაციის სახით გააცნო მონაწილეებს, როგორ შეიძლება გამოიყენონ AI-ს ხელსაწყოები და პლატფორმები განათლების პროცესში, რათა გააუმჯობესონ სწავლების ეფექტიანობა და სტუდენტების ჩართულობა. გარდა ამისა, შეხვედრა მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებს, რაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობას აძლევდა სიღრმისეულად გაეანალიზებინათ AI-სთან მუშაობის პროცესი.
მსგავსი სახის ტრენინგები უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და შეიმუშავოს ინოვაციური მიდგომები სტუდენტების მხარდასაჭერად.